ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა
11-04-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა.

მოსწავლეებმა წარადგინეს აპრილის სისხლიანი ქრონიკები, ისაუბრეს მის გამომწვევ მიზეზზე და შედეგზე, ასევე ისაუბრეს რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აქტზე. მის მნიშვნელობაზე ქართველი ერისათვის. ღონისძიებაზე გამოყენებული იყო ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203