შუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11-04-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის, შუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენდა 9 აპრილთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიება სიტყვით გახსნა სკოლის დირექრტორმა ემზარ ჯუმუშაძემ დამსწრეთ მიულოცა დღე და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება ფონდ ,,შუბანის“ (ხელმძღვანელი დათო ცეცხლაძე) ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით გაიმართა.

ამ დღესვე სკოლაში აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოჰრაჭაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ექიმი დიმიტრი ცეცხლაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი შოთა ცეცხლაძე და არაერთი საპატიო შუბნელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203