
გორის მუნიციპალიტეტის, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება - „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ გაიმართა.
სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას სტენდი მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები