ხანდოს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
11-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე გაიხსენეს, მოისმინეს ისტორია და იმდროინდელი კადრები ნახეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სანთლებით ხელში პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ლექსები წარმოთქვეს და სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ემოციურად იმღერეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203