ჩარდახის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 9 აპრილის თემაზე ლექსები წაიკითხეს
11-04-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები 9 აპრილის თემაზე, გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203