სვენეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით კონფერენცია - „სისხლიანი ისტორია“ ჩატარდა
11-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის სვენეთის საჯარო სკოლაში პედაგოგ მარეხ მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით,  9 აპრილთან დაკავშირებით, კონფერენცია თემაზე - „სისხლიანი ისტორია“ ჩატარდა.

კონფერენციაში  მონაწილეობდნენ  მე-11 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით და ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის. საკუთარი ლექსი მიუძღვნა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მე-8 კლასის მოსწავლემ, სალომე საათაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203