რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
11-04-2019

რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მათ დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203