წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილი გაიხსენეს
11-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილის 30 წლისთვი აღნიშნეს. 

სკოლის 11 კლასში აღნიშნულ თემას კლასის საათი მიეძღვნა შთამბეჭდავი სახელწოდებებითა და კომპოზიციებით. ასევე ამ თარიღს დაუკავშირეს, 5 სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის გაკვეთილი და 3 ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი. 

„ასევე, ჩავატარეთ 9 აპრილის სლოგანებისა და ნახატების კონკურსი, რომელშიც 180-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 8 აპრილის ღამეს მარადიული სანთლებითა და ტიტებით შევამკეთ ქალაქში არსებული მემორიალი, ხოლო 9 აპრილს დილით შთამბეჭდავი ჩანახატები და ლექსები წავუკითხეთ შეკრებილ საზოგადოებას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203