საგურამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ ისაუბრეს
11-04-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ჩატარდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინა კუჭუხიძემ და ისტორიის მასწავლებელმა, დალი კვარაცხელიამ 9 აპრილთან და საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

9 აპრილის შესახებ ისაუბრეს მოსწავლეებმაც, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს „სალაღობო“, გაიხსენეს ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები .

უცრემლოდ ვერავინ შეძლო ვერც 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი კადრების ყურება და ვერც ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის მოსმენა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203