
ზუგდიდის რაიონის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის კლუბმა „მომავლის ევროპელებმა“, პროექტი „საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ დაიწყო.
31 მარტს პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ისტორიულ ლორე-ტაშირში, სადაც მოილოცეს ქართული ციხე-ეკლესიები.
გაეცნენ ქართულ-სომხური კულტურის შერწყმას, მხარგრძელთა, კვირიკიანთა, ბაგრატუნიანთა და ბაგრატიონთა ნაკვალევზე ახტალა, დებედის ხეობა, ალავერდი, კობაირის იდუმალი საძვალე და მონასტერი. სანაჰინისა და ახპადის გენიალური კომპლქსები, ლორეს ზღაპრების სამყარო.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი ცირა გულუა.