ნაკაიძეების საჯარო სკოლას დაცული ტერიტორიების რეინჯერი ესტუმრა
11-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნაკაიძეების საჯარო სკოლას დაცული ტერიტორიების რეინჯერი ესტუმრა, მოსწავლეებს ესაუბრა ქობულეთის დაცული ტერიტორიების მდგომარეობასა და მნიშვნელობაზე.

დისკუსია გაიმართა კინტრიშის დაცული ტერიტორიის ირგვლივ, რეინჯერმა მოსწავლეებს აუხსნა კინტრიშის ხეობის ტურისტული განვითარების პოტენციალი. საუბრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტყეში გავიდა და ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდა ტყეში არსებული ენდემური ჯიშების შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203