მაშავერას საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2019

დმანისის რაიონის მაშავერ საჯარო სკოლაში ისტორიის მასწალვებელმა ლალი კოდელიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებული ღონისძიება ჩაატარა. მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს.

თორნიკე ფოლადიშვილი წარმოადგინა სლაიდშოუ სადაც ასახული იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203