ლასურიაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღმართეს
11-04-2019

ცაგერის რაიონ ლასურიაშის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია თემაზე:,,მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ ჩატარდა. მოეწყო დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ მემორიალი.

ბავშვებმა პატივი მიაგეს 30 წლის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ გმირების ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203