
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ასევე დამსწრე საზოგადოებას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - ,,თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“ წარუდგინეს.
ღონისძიებას ქალბატონი მადონა ლუკავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები