გორის N12 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
11-04-2019

გორის N12 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. 

8 აპრილს, პირველი გაკვეთილის რამდენიმე წუთი პედაგოგებმა დაუთმეს ინოფრმაციული ტექტის გაცნობას. მათ მოსწავლეებს მოკლედ შეახსენეს 9 აპრილის მოვლენები და მისი მნიშვნელობა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

სკოლაში გაკეთდა 9 აპრილის სტენდი. მთელი დღის მანძილზე სკოლის საინფორმაციო ეკრანზე გადიოდა ვიდეორგოლი, ინფორმაცია 9 აპრილის შესახებ.

ასევე, ჩატარდა ორი ღონისძიება სახელწოდებით ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ...“ (VIბ კლასი, მუსიკის პედაგოგი: მანანა ბედოშვილი) და „9 აპრილი ჩვენი ტკივილია“ (VIIIა კლასი პედაგოგი: შორენა ძინძიბაძე). 

დღის ბოლოს, სამოქალაქო კლუბის აქტიურობით, სკოლის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელებთან ერთად 9 აპრილის სკვერში მდებარე მემორიალთან სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ყვავილებით შეამკეს მემორიალი და დაღუპულთა პატივსაცემად ლექსები წაიკითხეს.  

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203