ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
11-04-2019

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 აპრილი ჩვენი ტკივილიაჩატარდა.

ისტორიის პედაგოგმა თამარ ჯიქურაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები, უყურეს ტრაგიკული მოვლენების ამსახველ ვიდეო კადრებს და შექმნეს კედლის გაზეთი.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203