
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები და უფროსკლასელები.
ბავშვებმა შეასრულეს პატრიოტულ მოტივზე შექმნილი ლექსები და სიმღერები, გაიხსენეს ტრაგიკულ დღეს გარდაცვლილი გმირები.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.