
ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის ეგიდითა და მედეა სურმანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მხატვრული კითხვის დღე.
მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და მაქსიმალურად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობა ლექსის მხატვრულ კითხვაში.
ლექსების წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა შეაფასეს როგორც საკუთარი, ასევე თანაკლასელის გამოსვლა და თავადვე გამოავლინეს საუკეთესო დეკლამატორი.
აქტივობა ძალიან საინტერესო გამოდგა, რადგანაც მოსწავლეებს გაუღვიძა ინტერესი, უფრო მეტად დახელოვნებულიყვნენ ლექსის კითხვაში და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ღონისძიება უფრო ფართო მასშტაბით ჩატარებულიყო, რომ საკუთარი ნაშრომი ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ.
იხილეთ ფოტოები