ქობულეთის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ერთიანობას შეწირული მამულიშვილების მემორიალი ყვავილებით შეამკეს
11-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

ქობულეთის სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ დოდო ღაღაიშვილთან, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ სოფიო მართალიშვილთან და ბიბლიოთეკარ მაგული ვერულიძესთან ერთად ეწვივნენ და ყვავილებით შეამკეს 30 წლის წინ, 9 აპროლს საქართველოს ერთიანობას შეწირული მამულიშვლების მემორიალი.

მათ ასევე დაათვალიერეს ქობულეთის მუზეუმში ამ დღესთან დაკავშირებული გამოფენა და წარმოადგინეს ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია „მადლობა თავისუფლებისთვის“, მოსწავლეებს გაესაუბრა 9 აპრილს ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ნუგზარ ჟორდანია.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203