რცხმელურის სკოლაში მოსწავლეებმა აღნიშნეს 9 აპრილი, როგორც ტრაგედიის ასევე, როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე
11-04-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლაში 9 აპრილის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს 9 აპრილი, როგორც ტრაგედიის ასევე, როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203