ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
11-04-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი  მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. ისტორიის პედაგოგმა მაკარ ისაკიძემ 1989  წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

„პედაგოგმა აღნიშნა დაღუპული  გმირაბის ის დიდი დამსახურება, რაც  მათ  ჩვენი ქვეყნის  დამოუკიდებლობის  აღდგენის საქმეში მიუძღვით. მოსწავლეებმა ლექსები  წაიკითხეს და დაღუპული გმირების სულის მოსახსენებლად  სანთლები აანთეს.

მათ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები და ისაუბრეს მათი ცხოვრების მნიშიშვნელოვან მომენტებზე.  

ღონისძიების ბოლოს ყველა ერთი სურვილით და გრძნობით იყო აღვსილი, ყველაფერი გაეკეთებინათ ჩვენი  ქვეყნის ბედნიერი და უკეთესი მომავლისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203