ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „ნათელი მომავალი“ დაფინანასდა
11-04-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლის, მეათე კლასის მოსწავლის, ქრისტინა კვანჭიანის პროექტი „ნათელი მომავალი“ გრანტით დაფინანსდა. 

ქრისტინას გუნდში ასევე არიან სალომე ფარჯიანი და ზუკა ტერელაძე. მოცემული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სკოლისათვის სპორტული ინვენტარს შეიძენენ. 

პროექტი მესტიის არასამთავრობო ორგანიზაციამ „სვანეთის ახალგაზრდული იდეა“ დააფინანსა. 

აღსანიშნავია, რომ პირველი საგრანტო ციკლის დროს, ასევე ლატალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის, ირინა ფარჯიანის პროექტმა გაიმარჯვა, რომლის ფარგლებშიც სკოლის ბიბლიოთეკა ახლი წიგნებითა და თაროებით მომარაგდა. იგი პროექტზე თინათინ ფარჯიანთან და ქრისტინა კვანჭიანთან ერთად მუშაობდა.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიმიტრი ფარჯიანი და თამარ გირგვლიანი, რომლებიც უამრავ აქტივობას ატარებენ მესტიის სხვადასხვა თემში.

ლატალის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ბავშვებს აქტიურობისთვისა და საკუთარ სკოლაზე ზრუნვისთვის, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „სვანეთის ახალგაზრდულ იდეას“ კი მათი წახალისებისა და მათთვის ახალი გამოცდილების მიღების საშუალების მიცემისთვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203