გაიცანით „ხობის ეტალონი მოსწავლე“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი ბერაია
11-04-2019

ხობის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული 85 ქულით მოიპოვა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაიამ. 

,,დღე არ გავა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა არ წავიკითხო, ინტელექტის ასამაღლებელი წიგნებიდან კითხვებზე  არ ვიფიქრო და შესაბამისი პასუხების გაცემა არ ვცადო“ - ასე ხსნის ანი თავის წარმატებას. 

გარდა წიგნების კითხვისა - მისი ჰობია სიმღერა (არის სკოლის მგალობელ გოგონათა გუნდის ერთ-ერთი სოლისტი), ცეკვა (5 წლის განმავლობაში დადიოდა ხალხურ ცეკვებზე), სიამოვნებით თამაშობს ფრენბურთს, სასკოლო ღონისძიებებზე არაერთხელ გამოუჩენია სამსახიობო ნიჭი. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მიიჩნევს, რომ: ,,ანის წარმატება არ ყოფილა შემთხვევითი. ანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თვალსაჩინო წევრია. წარმატებებს ვუსურვებთ მას საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად“. 

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203