გუმბრინის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „9 აპრილი - ჩვენი ტკივილია“ გაიმართა
11-04-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუმბრინის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „9 აპრილი  - ჩვენი ტკივილია“ ჩატარდა.

 

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი მანანა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. 

 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სიტყვებითა და ლექსებით გაიხსენეს 9 აპრილის ტრეგედიის გამომწვევი მიზეზები და შედეგები ახსნეს. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ასევე სლაიდშოუ და დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას ეხებოდა.

 

„ღონისძიებამ დიდი ემოცია და ცრემლიც გამოიწვია. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულებს და სალოცავ კუთხესთან სანთლები აანთეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203