იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
11-04-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლის სამმა პედაგოგმა, ნინო დათაშვილმა, ნატო თევდორაძემ და ხათუნა აფრიდონიძემ საპატიო საჯარო გაკვეთილი ჩაატარეს. 

9 აპრილისათვის მიძღვნილი ლექცია პედაგოგებმა სამი მიმართულებით წაიკითხეს :

1. „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება საქართველოში საბჭოთა კავშირში ყოფნისას“ - ხათუნა აფრიდონიძე

2. „4-9 აპრილის ქრონიკები“ - ნინო დათაშვილი

3. „9 აპრილიდან 9 აპრილამდე - დამოუკიდებლობის გამოცხადება“ - ნატო თევდორაძე 

შეხვედრას სკოლის დირექცია, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე 9 აპრილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აჩვენეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203