გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო
11-04-2019

სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმებას გამოკითხული მოსახლეობის 70%-ზე მეტი უარყოფითად აფასებს.

კითხვაზე: ემხრობით თუ არა სკოლის დამამთავრებელი გამოცდის გაუქმებას? - გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ ემხრობა, 73%-ისთვის აღნიშნული ცვლილება მიუღებელია, ხოლო 5%-მა განაცხადა რომ პასუხი არ აქვს, ან არ იცის კარგია თუ არა ეს ცვლილება.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 2 087 ადამიანის გამოკითხა. მონაცემების ცდომილების ზღვარი + - 2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203