გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო უნდა იყოს - კვლევა
12-04-2019

გამოკითხული მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე სავალდებულო უნდა იყოს - აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის სიიდან ამოღებას გამოკითხული მოსახლეობის 30% ემხრობა, 58%-ის აზრით კი სავალდებულო უნდა იყოს, ხოლო 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის მიერ განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული სიახლეების მიხედვით, 2020 წლიდან უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და აბიტურიენტებს სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, რომლის ცდომილების ზღვარი +-2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203