ხოფურის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
10-04-2019

ხოფურის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ისტორიის პედაგოგებმა, შორენა ქურასბედიანმა და თამაზ ქურასბედიანმა პრეზენტაცია გამართეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ტრაგედიამდე და მის შემდგომ განითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. 

საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203