ნადაბურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
10-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მე-7 კლასელებმა (დამრიგებელი-მარინე გელაშვილი) გამოუშვეს კედლის გაზეთი ამ თარიღთან დაკავშირებით, სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, ხოლო მე-9 კლასში (დამრიგებელი- ხათუნა გელაშვილი) კლასის საათი გაიმართა ამ თემაზე

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203