
ახალციხის რაიონ ხეოთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება: „მადლობა თავისუფლებისთვის!“ ჩატარდა.
მოეწყო შესაბამისი გარემო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გააცოცხლეს 9 აპრილის მოვლენები და მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს ამ ისტორიული დღის მომსწრე პედაგოგებს...
„ყოველწლიურად აღინიშნება ეს დღე ჩვენს სკოლაში და ტრადიცია გაგრძელდება!
სკოლის დირექტორმა, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილმა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს: ნინო ჩაგუნავას, მეგი ბირჩაძეს, თეონა ლომსაძესა და ხათუნა ოქრომელიძეს“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.