
წალკის მუნიციპალიტეტის თეჯისის საჯარო სკოლაში 1989 წელის 9 აპრილს საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპული გმირების გახსენების, მათდამი პატივისცემისა და გახსენების აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები