მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სპორტული კლუბი - ,,ფენიქსი“ შეიქმნა
10-04-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ  ხორციელდება პროექტი სკოლებში, რომლის მიზანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაძლიერებული სწავლება და პოპულარიზაცია. სასკოლო სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ამაღლება და ხელშეწყობა. 


აბაშის მუნიციპალიტეტის, დანიელ თოფურიას სახელობის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ლალი სალია სამინისტროს მიერ აბაშის რაიონის  კოორდინატორად არის არჩეული და დახმარებას უწევს პროექტში ჩართული სკოლების სასკოლო სპორტული კლუბების მუშაობას.


სკოლაში 26 მარტს შეიქმნა სასკოლო სპორტული კლუბი - ,,ფენიქსი“. კლუბს აქვს წესდება, კალენდარული გეგმა, დევიზი -,,ერთობა გვაძლევს ძალას", ლოგო, გერბი, დროშა და ჰიმნი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო საკლუბო მუშაობაში.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203