ახალქალაქი Izrune.ge-ს ტრენინგებს მასპინძლობს
11-04-2019

ახალქალაქი ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მასპინძლობს.

პროექტის მთავარი მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ტერეზა ჩივჩიანთან ერთად Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ტრენინგი 3 დღეს მოიცავს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-სგამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას მოიაზრებს.

ახალქალაქის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა,  ამ პროცესში კი ახალქალაქი დიდი აქტივობითა და წარმატებით ერთვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203