თბილისის N37 სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ლაშა ბუღაძეს უმასპინძლა
10-04-2019

თბილისის N37 სკოლის ლიტერატურული კლუბი - „კარცერი-ლუქსი“ ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერად საინტერესო სტუმრის რანგში მწერალს, დრამატურგს, ბლოგერს და სატელევიზიო გადაცემის წამყვანს ლაშა ბუღაძეს უმასპინძლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მწერლობის ევროპული ღირებულებების გაცნობა, რაზედაც ლაშა ბუღაძემ სიღრმისეულად ისაუბრა.

კითხვა-პასუხის ფორმატიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოს სტუმარს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ლარისა მელაძემ და „კარცერი -ლუქსის“ სახელით სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203