თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება -„მადლობა თავისუფლებისათვის“ ჩატარდა
10-04-2019

ქალაქ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისათვის“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ისტორიული მოვლენები, თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მშობლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სანთლები დაუნთეს მათ და გამოხატეს მადლიერება იმ თავგანწირვისათვის, რამაც ქვეყნის თავისუფლებას ჩაუყარა საფუძველი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203