დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მონიტორინგის ფარგლებში პედაგოგები მეოთხე კლასში გამართულ გაკვეთილს დაესწრნენ
10-04-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანობის შემოწმების მიზნით მასწავლებლები გაკვეთილებზე ესწრებიან. 

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, პედაგოგები  IV კლასში გამართულ „მე და საზოგადოების“ გაკვეთილს დაესწრნენ. 

გაკვეთილი თემაზე „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ ხათუნა ხრიკაძემ ჩაატარა. 

„გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, თუ რა არის ტოლერანტობა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უნარის განვითარება. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და ნათლად და მკაფიოდ გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. მათ შეუძლიათ სიტუაციური ამოცანის გააზრება, პრობლემის ამოცნობა, პრობლემის გადაჭრის გზების დასახელება და პრობლემის მოგვარების საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203