ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2019

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს.

9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გამართა ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მაია დგვარელმა-ხიდურელმა.

ღონისძიება ჩატარდა ამბროლაურის სკვერში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან.  მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალური ძეგლი.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისის ცენტრში,პარლამენტის შენობასთან,მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილმა,რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი. ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203