ლახამულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
10-04-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის, ლახამულის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღინისძიება ჩატარდა.

ღონისძიება VIII-IX კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, მანანა კვირიკაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაიხსენეს სისხლიანი დღე, რომელმაც საქართველოს გამთლიანებას და თავისუფლებას დაუდო სათავე, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. წაიკითხეს გარდაცვლილ თანატოლების ბიოგრაფიები, ლექსები. სლაიდის ფონზე  სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოისმინეს

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისისცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანიდაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203