მე-12 კლასელებისთვის სკოლაში თავისუფალი დასწრება წელს აღარ გამოცხადდება
10-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლაში თავისუფალი დასწრება მიმდინარე სასწავლო წელს აღარ გამოცხადდება.

ამის შესახებ etaloni.ge-ს ​ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

„მე-12 კლასელებს თავისუფალი დასწრება არ ექნებათ. როგორც გვითხრეს, წელს აღარ იქნება. თუ რამე შეიცვლება, გამოვაცხადებთ“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის დონეზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

ცვლილების მიზეზი სავარაუდოდ, საატესტატო გამოცდების გაუქმებამ გამოიწვია. როგორც იცით, სასკოლო გამოცდებს მე-12 კლასის მოსწავლეები მაისში აბარებდნენ, ხოლო თავისუფალი დასწრება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის აპრილის ბოლოდან იწყებოდა. მაგალითად, გასულ წელს 24 აპრილიდან დაიწყო და სასწავლო წლის ბოლომდე მოსწავლეებს გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში არები არ ეწერებოდათ.

ასევე იხილეთ: როდის დაითხოვენ წელს მე-12 კლასის მოსწავლეებს?!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203