ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსის „მოაზროვნე“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
09-04-2019

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსის ,,მოაზროვნე“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. 

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

წლის მოაზროვნეები გახდნენ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქრისტინე ბაკურაძე - XI კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ხათუნა ბეშიძე),  ელენე კილასონია - X კლასი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მაია  დგვარელი-ხიდურელი). 

ლიტერატურული კონკურსი „მოაზროვნე“ ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა (პროექტის ავტორი: ფიქრია ცხვედიანი), რომელშიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მესამე საფეხურის 72 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა პოპულარიზაცია, ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203