ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამოები გაიმართა
04-04-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიებები აქტიურად ტარდება. 
 
V კლასში ანა კალანდაძის პოეზიის საღამო გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 
 
IX  კლასში კი ღონისძიება - „ჩვენ გვიყვარს პოეზია“ ჩატარდა. მეცხრეკლასელებმა ღონისძიებაზე იაქტიურეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203