„დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, დამამთავრებელ კლასებში კი - უმძიმესი“ - მამუკა ბახტაძე
03-04-2019

„დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმითვე, სახელმწიფოს მისია, გარდა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების წვდომისა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლოს.

„მე ძალიან დეტალურად შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე ყველა სტატისტიკური მონაცემის, რაც გვაქვს. ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავნებინებს და გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები ხშირ შემთხვევაში...

მე წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ნიჭი გვაქვს დაკარგული - უზარმაზარი. ეკონომიკაში ეს არის ათობით მილიარდი. ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა და სისტემა, რომ მათ მოეხდინათ ამ ნიჭის რეალიზაცია. ამიტომ, არის ეს ეროვნული იდეა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203