„გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების ერთიანი ხედვის სამუშაო ვარიანტი აპრილის ბოლოს მზად იქნება“ - მარიამ ჯაში
02-04-2019

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების ერთიანი ხედვა მზადდება, რომლის სამუშაო ვარიანტი აპრილის ბოლოს მზად იქნება, მაისში კი მისი განხილვა შესაძლებელი იქნება.

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა. კანონპროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. 

„განათლების სისტემის რეფორმის, კონკრეტულად გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების ერთიანი ხედვა უკვე მზადდება. აპრილის ბოლოს განათლების უწყებას ექნება სამუშაო ვარიანტი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ასევე საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე. მაისში კი გვექნება განხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ჯაშმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203