2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები განხორციელდა
01-04-2019

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მორიგი ცვლილებები შევიდა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გარკვეულ  პროგრამებს.

კერძოდ აკრედიტაცია მიენიჭა: 

  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამას;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მენეჯმენტის, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, მეცხოველეობის, აგრონომიის, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ბიზნესის ადმინისტრირების (რუსულენოვანი) საბაკალავრო პროგრამებს;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამას;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების პროგრამას;
  • საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას.

2019 წლის ცნობარში განხორცილებული ბოლო ცვლილებები იხილეთ სრულად ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები უკვე მეორედ განხორციელდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203