უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილებაა
28-03-2019

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში“ ცვლილება შევიდა.

ცვლილების შედეგად, მიმდინარე წლის 28 მარტიდან მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული სერვისით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურისას

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის წარმოების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად: 

1-თვიანი სტანდარტული წარმოებისათვის – 40 ლარი;

15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი; 

5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი; 

1 ( ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203