თეთრიწყაროს N1 სკოლაში ლიტერატურული საღამო წარმატებით ჩატარდა
07-03-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო ''ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი'' ჩაატარეს. 

ლიტერატურული საღამოს მიზანი მოსწავლეებში პოეზიის პოპულარიზაცია და ანა კალანდაძის შემოქმედების სიღრმისეული გაცნობა იყო.

მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს: ''ქარი გიმღერიოს ნანასა'', ''თუთა'', ''ლაჰილზე ისევ'', ''ასეთი დარი თუ იყო მაშინ'', ''მოდიოდა ნინო მთებით'', ''მკვდართა მზე ვარ'', ''ბოშა ქალი'', ''თავგამოდებით მღეროდა შაშვი'' და სხვა მრავალი.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ეს საღამო პოეზიის ნამდვილი ზეიმი იყო. 

ლიტერატურულმა საღამომ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ისეთი ღონისძიებების მოწყობისა, სადაც წაიკითხავენ მათთვის საყვარელი პოეტების შემოქმედებიდან ლექსებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...