საქართველოში ყველაზე ასაკოვანი მასწავლებელი 97 წლის არის, ახალგაზრდა კი - 19 წლის
26-03-2019

საქართველოში მოქმედ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია. ამის პარალელურად კი მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია „ეისითი“ ავრცელებს.

​ეისითი“ დაინტერესდა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგების ასაკით. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი მამაკაცებშიც და ქალებშიც არის 19 წლის, ყველაზე ასაკოვანი ქალი პედაგოგი 97 წლის, მამაკაცი კი 95 წლის“, - ნათქვამია„ეისითის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203