კერძო სკოლებს პირველკლასელების რეგისტრაციისთვის ვადები განესაზღვრა
22-03-2019

2019-2020 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლებისთვის განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა მიღების მიზნით, კონკრეტული ვადები დაუდგინა.

განათლების მინისტრის ბრძანებით, კერძო სკოლებში პირველკლასელთა მიღების ვადად მიმდინარე წლის 2 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით პერიოდი განსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კერძო სკოლებისთვის პირველკლასელთა მიღების პერიოდი სამინისტროს მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. 

ასევე იხილეთ: საჯარო სკოლების პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია - რეგისტრაცია ოთხ ეტაპად განხორციელდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203