„5-6 წელიწადში კლასში 13-15 მოსწავლე იქნება“ - მამუკა ბახტაძე
21-03-2019

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ახალი სკოლების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციისთვის 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ჩართვის დროს კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია 7 მილიარდი შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს სკოლებისთვის, აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულის რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203