რამდენი დღე დაისვენებენ სკოლის მოსწავლეები სააღდგომოდ?
21-03-2019

წელს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 28 აპრილს აღნიშნავს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

კერძოდ კი როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, სააღდგომოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დასვენების დღე იქნება პარასკევს 26 აპრილს და ორშაბათს, 29 აპრილს.

სასწავლო პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203